ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა
ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა.
წირვის დაწყებამდე ეპისკოპოსმა ტაძარში შეკრებილებს კორონავირუსის გამო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. საზეიმო მსახურებას საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც დაესწრო.
შობისთვის მზადება ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ჯერ კიდევ ოთხი კვირით ადრე იწყება.
საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს.