შალვა პაპუაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
შალვა პაპუაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

„ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძვით და ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სომხური ეკლესიის მრევლს ჯანმრთელობას, მშვიდობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მილოცვის ტექსტში.