სახარების რწმენის ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს

00:46, 25.12.2020

ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ სახარების რწმენის ეკლესიაში.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება საშობაო საგალობლების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც ქადაგება და წმინდა წერილიდან შესაბამისი თავის წაკითხვა მოჰყვა. მსახურება ონლაინრეჟიმში გადაიცემა.

სახარების რწმენის ეკლესიას 50-იანელებსაც უწოდებენ, რადგან ეკლესიის დაარსება სულთმოფენობის დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების რწმენის ეკლესიას საქართველოში 80-მდე ტაძარი აქვს.

მსგავსი