ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ სახარების რწმენის ეკლესიაში.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება საშობაო საგალობლების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც ქადაგება და წმინდა წერილიდან შესაბამისი თავის წაკითხვა მოჰყვა. მსახურება ონლაინრეჟიმში გადაიცემა.
სახარების რწმენის ეკლესიას 50-იანელებსაც უწოდებენ, რადგან ეკლესიის დაარსება სულთმოფენობის დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების რწმენის ეკლესიას საქართველოში 80-მდე ტაძარი აქვს.