ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა

19:00, 24.12.2020

ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა.

წირვის დაწყებამდე ეპისკოპოსმა ტაძარში შეკრებილებს კორონავირუსის გამო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. საზეიმო მსახურებას საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც დაესწრო.

შობისთვის მზადება ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ჯერ კიდევ ოთხი კვირით ადრე იწყება.

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს.

მსგავსი