European Film Promotion-ის 10 ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა
European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა. მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები”.
ახალგაზრდა ხელოვანები ოთხი დღის მანძილზე დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს. 19 თებერვალს კი, Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემათ.