Euronews - ძველი თბილისი: ხიდი ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის [ვიდეო]
ძველი თბილისი: ხიდი ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის, – ასეთი სათაურით რეპორტაჟი Euronews-მა მოამზადა. გადაცემა „ღია ბარათის“ ფარგლებში ჟურნალისტმა კლაუდიო როსმინომ მაყურებელს თბილისის ისტორიული ნაწილი გააცნო.
რეპორტაჟის ავტორის თქმით, თბილისში თანამედროვეობა და ანტიკური ისტორია ერთმანეთისგან სულ რაღაც რამდენიმე მეტრით არის დაშორებულები. ჟურნალისტს ამის ნათელ მაგალითად მშვიდობის ხიდი მოჰყავს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის დედაქალაქის კონტრასტს ყველაზე უკეთ ასახავს.
გადაცემა „ღია ბარათის“ რეპორტიორი მაყურებელს თბილისის დაარსების ისტორიასაც უყვება და იმ ადგილებს აჩვენებს, სადაც ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გორგასალმა ნადირობის დროს წყალში დამხრჩვალი საკუთარი მიმინო იპოვა, რომელიც ხოხობს გამოედევნა.
ჟურნალისტი კლაუდიო როსმინო რეპორტაჟის ბოლოს მაყურებელს აცნობს, რომ ძველ თბილისს რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდა, რამაც ვიწრო ქუჩებში არსებული პასტელური ფერების სახლებს უფრო მეტი ხიბლი შესძინა.