ეთიოპიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი “დეფენს ფორსსა” და “ველვალო ადიგრატს” შორის ვადაზე ადრე დასრულდა.
1:1-ზე არბიტრმა “ველვალოს” კარში გოლი საკამათოდ მიიჩნია – მეკარემ ბურთი ხაზზე გააჩერა. სტუმარი ფეხბურთელები მსაჯს მისცვივდნენ და აღშფოთებულები უმტკიცებდნენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
არბიტრმა ფეხბურთელებისგან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. თავის დასაცავად კუთხურის ალამი მოიშველია, თუმცა ესეც ვერ შეძლო – ფეხბურთელებმა და “ველვალოს” მწვრთნელმა მსაჯი სარბენ ბილიკზე წააქციეს და ცემა დაუწყეს.
არბიტრს გამოექომაგნენ “დეფენსის” ფეხბურთელები და მინდორზე მასობრივი ჩხუბი ატყდა.
ამის შემდეგ, თამაში შეწყდა. “ველვალოს” მწვრთნელი უკვე გაუშვეს თანამდებობიდან, ეთიოპიის პრემიერლიგის ყველა მატჩი კი გაუქმებულია.