ჩემპიონთა ლიგის ფინალს დანიელე ორსატო განსჯის
ჩემპიონთა ლიგის ფინალს დანიელე ორსატო განსჯის

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მსაჯები შეარჩია.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ფინალურ შეხვედრას იტალიელი არბიტრების ჯგუფი განსჯის, რომელსაც დანიელე ორსატო უხელმძღვანელებს, – ვკითხულობთ უეფა-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

23 აგვისტო, ლისაბონი.

ბაიერნი-პსჟ.

მთავარი მსაჯი – დანიელე ორსატო (იტალია)

მთავარი მსაჯის ასისტენტები – ლორენცო მანგანელი და ალესანდრო ჯალატინი (ორივე იტალიიდან) 

44 წლის ორსატოსთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარიერის მთავარი ეპიზოდი გახდება, რადგან იტალიელი არბიტრისთვის აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ევროპის ლიგის ფინალი იყო. ამ შეხვედრაში „ჩელსი“ „არსენალს“ დაუპირისპირდა, დანიელე არსატო კი მთავარი მსაჯის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა.