პორტუგალიელ მსაჯს კორონავირუსი დაუდგინდა, რაც „ბენფიკას“ გულშემატკივრებს გაუხარდათ

14:28, 07.04.2020
FUTEBOL: arbitro Fabio Verissomo durante o jogo FC Porto - Vitoria Guimaraes, 3 jornada da I Liga 2018/19. Estadio do Dragao, Porto. Sabado, 25 de Agosto de 2018. (EDUARDO OLIVEIRA/ASF)

FUTEBOL: arbitro Fabio Verissomo durante o jogo FC Porto - Vitoria Guimaraes, 3 jornada da I Liga 2018/19. Estadio do Dragao, Porto. Sabado, 25 de Agosto de 2018. (EDUARDO OLIVEIRA/ASF)

ფიფა-ს 37 წლის პორტუგალიელ მსაჯს ფაბიო ვერისსიმოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ჯერჯერობით თავს ნორმალურად გრძნობს და სახლში იმყოფება.

გულშემატკივრების უმეტესობამ სოციალურ ქსელებში მსაჯს ვირუსის მალე დამარცხება და გამოჯანმრთელება უსურვა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ვერისსიმოს მიმართ ნეგატიური გამონათქვამებით გამოირჩნენ. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, ეს არის სასჯელი „ბენფიკას“  მატჩების მსაჯობისთვის, რომ სასჯელი „ზემოდან არის“.

იყო კომენტარები იმის შესახებ, რომ „პორტუმ“  საუკეთესო მოთამაშე დაკარგა. შეგახსენებთ, რომ კოვიდ19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, მსოფლიოში სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ასპარეზობები შეჩერებულია.

მსგავსი