პორტუგალიელ მსაჯს კორონავირუსი დაუდგინდა, რაც „ბენფიკას“ გულშემატკივრებს გაუხარდათ
ფიფა-ს 37 წლის პორტუგალიელ მსაჯს ფაბიო ვერისსიმოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ჯერჯერობით თავს ნორმალურად გრძნობს და სახლში იმყოფება.
გულშემატკივრების უმეტესობამ სოციალურ ქსელებში მსაჯს ვირუსის მალე დამარცხება და გამოჯანმრთელება უსურვა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ვერისსიმოს მიმართ ნეგატიური გამონათქვამებით გამოირჩნენ. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, ეს არის სასჯელი „ბენფიკას“ მატჩების მსაჯობისთვის, რომ სასჯელი „ზემოდან არის“.
იყო კომენტარები იმის შესახებ, რომ „პორტუმ“ საუკეთესო მოთამაშე დაკარგა. შეგახსენებთ, რომ კოვიდ19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, მსოფლიოში სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ასპარეზობები შეჩერებულია.