ესტონეთის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
ესტონეთის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ესტონეთის საგარეო უწყება განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ თბილისში გაზის სასიკვდილო აფეთქების მსხვერპლთა ახლობლებს. ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.