ესპანური მედია - „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მადრიდსა და კატალონიაში სპეცოპერაცია დაიწყო
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მადრიდსა და კატალონიაში სპეცოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებას ეხება, სამართალდამცველებმა ბარსელონასა და მადრიდში რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მაფიის ლიდერის მეუღლეა.