ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილის წაგება მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი სენსაციური მარცხია. შერაზადიშვილმა აქსელ კლერჟესთან ვაზარით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

25 აგვისტოს, იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 149 ქვეყნის 860 ძიუდოისტი მონაწილეობს.