ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT

19 მაისს აბუ დაბიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 12 ქართველი ძიუდოისტი (9 კაცი, 3 ქალი) იასპარეზებს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ერთი ძიუდოისტი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) შეეცდება. სარადალაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც ჩრდილოკორეელ კვანგ ჯინ ჩაესა და მექსიკელ არატ ხუარესს შორის გამარჯვებულს შეხვდება. C ჯგუფში, სადაც გიორგი ასპარეზობს, პირველ ნომრად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსია განთესილი.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.