ძიუდო | დვალაშვილმა, გოჩილაიძემ და გულბანმა ანტალიის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ძიუდო | დვალაშვილმა, გოჩილაიძემ და გულბანმა ანტალიის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. ტურნირზე ზაურ დვალაშვილმა, დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) და ნინო გულბანმა (70 კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს. დვალაშვილმა – სერბი, გოჩილაიძემ – სამხრეთაფრიკელი, გულბანმა კი ტაიპეის წარმომადგენელი ძიუდოისტი დაამაცხა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ახალგაზრდა თენგო ზირაქაშვილმა, პირველი გამარჯვების შემდეგ, მეორე ორთაბრძოლა გამოცდილ ფრანგ სპორტსმენთან, ვალიდე ხიართან დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი სპორტსმენით იასპარეზა, თუმცა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.