ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან პრიმერა დივიზიონში ვიდეოგამეორების სისტემას (VAR) გამოიყენებენ.
ლა ლიგას ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ უკვე 2 მარტს, არბიტრები სისტემასთან მუშაობისთვის ტექნიკურ მომზადებას დაიწყებენ.
პროექტის ხელმძღვანელად კარლოს ველასკო კარვალიო დაინიშნა, რომელიც მსაჯებს ვიდეოასისტენტის წესებსა და შესაძლებლობებს გააცნობს.
VAR უკვე გამოიყენება TOP5-ის ორ ჩემპიონატში – სერია A-სა და ბუნდესლიგაში.