ესპანეთის ჩემპიონატში VAR-ს მომავალი სეზონიდან გამოიყენებენ
ესპანეთის ჩემპიონატში VAR-ს მომავალი სეზონიდან გამოიყენებენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან პრიმერა დივიზიონში ვიდეოგამეორების სისტემას (VAR) გამოიყენებენ.

ლა ლიგას ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ უკვე 2 მარტს, არბიტრები სისტემასთან მუშაობისთვის ტექნიკურ მომზადებას დაიწყებენ.

პროექტის ხელმძღვანელად კარლოს ველასკო კარვალიო დაინიშნა, რომელიც მსაჯებს ვიდეოასისტენტის წესებსა და შესაძლებლობებს გააცნობს.

VAR უკვე გამოიყენება TOP5-ის ორ ჩემპიონატში – სერია A-სა და ბუნდესლიგაში.