ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელიც გამოავლინეს.
ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესოდ „ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელი ლაშა ფირცხალაიშვილი აღიარა. ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ვიტ ჯორჯია“ ლიგა 2-ში გალიდერდა და გათამაშების ფავორიტია.
ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 2-ის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა, რომელიც 4-2-3-1 სისტემით შეადგინა:
ჯონი შეროზია („ვიტ ჯორჯია“) – გიორგი ქავთარაძე (ბათუმის „დინამო“), ანტონ თოლორდავა („თელავი“), ირაკლი კამლაძე („ვიტ ჯორჯია“), გიგა სამხარაძე („გაგრა“) – რატი ცაცქრიალაშვილი („გაგრა“), გიორგი მაღალდაძე („ცხინვალი“) – ჯოვინიო (ბათუმის „დინამო“), ცოტნე მოსიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), გაბრიელ საღრიშვილი (წყალტუბოს „სამგურალი“) – იაგო დეისაძე („ნორჩი დინამო“).