18-წლამდელების პირველი შეკრება - ფირცხალაიშვილმა შესარჩევისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
18-წლამდელების პირველი შეკრება - ფირცხალაიშვილმა შესარჩევისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრები შეკრებას იწყებს ლაშა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად 2021 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.

ეს გუნდი ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

მანამდე, 18-წლამდე ნაკრებს მოსამზადებლად ამხანაგური მატჩები დაუგეგმეს. 1 და 3 მარტს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი უნგრეთში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მარტის ბოლოს – 25, 27 და 29 მარტს პორტუს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

18-წლამდელთა გაცნობითი სახის საწვრთნელი შეკრებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U18 შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი, მიხეილ მაქაცარია (ორივე – დინამო თბილისი), ილია ჯინჭარაძე (ლოკომოტივი თბილისი)

მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, საბა ახალკაცი, მუხრან ბაგრატიონი (ყველა – დინამო თბილისი), (დინამო თბილისი), ავთო ცარციძე (ჩიხურა საჩხერე), გიორგი ქუქალია (საბურთალო)

ნახევარმცველები: სანდრო გაფრინდაშვილი, თემო გოგნაძე, შოთა კვერენჩხილაძე (სამივე – დინამო თბილისი), გიორგი ბართია, დავით ქართველიშვილი (ორივე – საბურთალო), შაკო ხვიჩია, იოანე ტაბატაძე (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), ზვიად ხაბურძანია (ორენბურგი, რუსეთი), ლუკა ჯაჭვლიანი (სან კუგატი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, დიმა ღურწკაია (ორივე – დინამო თბილისი), შაკო დვალიშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი)

დატოვე კომენტარი