საქართველოს 18-წლამდე ნაკრები პორტუგალიაში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები პორტუგალიაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე საფეხბურთო ნაკრები მალე პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილები პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ჩვენი ნაკრები სადებიუტო მატჩში მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი სლოვაკეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. მატჩები ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პენაფიელში გაიმართება.

18 წლამდე ნაკრებების ტურნირის გრაფიკი პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე:

25 მარტი

პორტუგალია – საქართველო

სლოვაკეთი – ჩრდილოეთ მაკედონია

27 მარტი

საქართველო – სლოვაკეთი

პორტუგალია – ჩრდილოეთ მაკედონია

29 მარტი

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

პორტუგალია – სლოვაკეთი

საქართველოს 18-წლამდელი ნაკრები 19-წლამდელების საბაზო გუნდია, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. გუნდმა მზადება მარტში დაიწყო და უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებთან ორი საერთაშორისო შეხვედრა გამართა – პირველი გუნდის კაპიტნის, მუხრან ბაგრატიონის გოლით 1:0 მოიგო, მეორე კი ფრედ, 0:0 დაასრულა.