ეროვნულ ბანკს „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანებაზე ოფიციალური მიმართვა არ მიუღია
ეროვნულ ბანკს „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანებაზე ოფიციალური მიმართვა არ მიუღია

ეროვნულ ბანკს „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური მიმართვა არ მიუღია, – აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე, არანაირი სიახლე არ არის ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლასთან დაკავშირებითაც.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, წინა პერიოდში საუბარი იყო ერთ-ერთი უცხოური ინდუსტრიული ჯგუფის გეგმებზე ამ მიმართულებით, თუმცა, ამ დროისთვის სიახლე არ არის.