მედიის ცნობით, „კრედიტ სუისი“ ფინანსების გასამყარებლად შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 50 მილიარდ ფრანკს სესხად აიღებს
მედიის ცნობით, „კრედიტ სუისი“ ფინანსების გასამყარებლად შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 50 მილიარდ ფრანკს სესხად აიღებს

„კრედიტ სუისი“ ფინანსების გასამყარებლად შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 50 მილიარდ ფრანკს სესხად აიღებს. ამის შესახებ „ბიბისი“ ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, ფინანსური ორგანიზაციის განმარტებით, ეს არის დემონსტრირება, რომ ბანკის გასაძლიერებლად გადამწყვეტ ზომებს იღებენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, „კრედიტ სუისის“ აქციები გუშინ 24 პროცენტით მას შემდეგ დაეცა, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში „სისუსტე“ აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, ამან ევროპულ ბაზრებზე უფრო ფართო ფინანსური კრიზისის განვითარების შიში გამოიწვია.

აქციების ფასის დაცემის შემდეგ უმსხვილესმა ინვესტორმა, „საუდის ეროვნულმა ბანკმა“ განაცხადა, რომ შვეიცარიულ კრედიტორში დამატებით ფინანსებს აღარ ჩადებს.

საბანკო სექტორში პრობლემები გასულ კვირას აშშ-ში დაიწყო, როდესაც ქვეყნის სიდიდით მე-16  ბანკი – „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა, ორი დღის შემდეგ კი მას Signature Bank-ი მიჰყვა.