ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

‌ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო.

კვლავ ძალაში რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული რეგულაცია მედიისთვის, რაც შეხვედრისთვის დაწესებულ კარავში გადაღების წესს ეხება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურის დესმონდ დოილის განმარტებით, შეზღუდვები შეხვედრის მონაწილეების პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის იქნა შემოღებული.

შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ გააპროტესტებს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს. საუბარი იქნება ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზარდიიაანთ კარში მცხოვრები გენადი ბესტაევის დაკავებაზე და მისთვის ორთვიანი უკანონო წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე.

წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.

შეხვედრაზე განიხილება დავით ბაშარულის საქმეზე ქართული მხარის მოთხოვნა ხელახალი ექსპერტიზის შესახებ.