ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დღეს გაიმართება
ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დღეს გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეექვსე შეხვედრა გაიმართება. მხარეები ერგნეთში მოლაპარაკებებს ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ გამართავენ. შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებული ცხინვალის მიერ ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება იქნება.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.

ევროკავშირის მისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად.

დატოვე კომენტარი