ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 19 დეკემბერს გაიმართება
ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 19 დეკემბერს გაიმართება

ე.წ. საზღვრის მოწყობა ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე მიმდინარეობს და პროცესი კიდევ გაგრძელდება,- ეს განცხადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა გააკეთა.

82-ეშეხვედრა ერგნეთში დღეს ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არაერთი მწვავე საკითხი იყო დასმული, მათ შორის 16 ოქტომბერს ქართველი სამართალდამცველების მიერ დაფიქსირებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ე.წ. ბორდერიზაცია, როგორც ჯიოევი განმარტავს, მათი მხრიდან ე.წ. საზღვრის ცალმხრივად დაფიქსირება, არის არასწორი ღრმად პოლიტიკური მიდგომა, რომელიც ცდება IPRM-ის განხილვის საკითხს. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან.

ჩვენი ძალიან და მკაფიო პოზიციაა, რომ ეს პროცესი ქმნის პრობლემებს და ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს პრობლემების მოგვარება და არა პირიქით, მათი შექმნა. ეს არის ღრმად პოლიტიკური საკითხი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ასევე ქემოკლიძის თქმით, საუბარი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებისა და დავით ბაშარულის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 19 დეკემბერს გაიმართება.