ერდოღანი - აშშ-სთან თურქეთის ორმხრივი კავშირები და შეთანხმებები ძალას კარგავს
აშშ-სთან თურქეთის ორმხრივი კავშირები და შეთანხმებები ძალას კარგავს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ასე იქნება ამ წუთიდან“ – თქვა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება აშშ-ში თურქეთის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლის, მეჰმეთ ჰაკან ატილას გასამართლების შემდეგ გააკეთა.
მანჰეტენის სასამართლომ თურქი ბანკირი ხუთ საქმეზე ცნო დამნაშავედ, რომელიც საბანკო თაღლითობასა და აშშ-ის სანქციების კანონის დასარღვევად შეთქმულებას უკავშირდება. აღნიშნული საქმე აშშ-ში მიმდინარე გამოძიების ნაწილია, რომელიც აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების არიდებაში სავარაუდო თურქულ კვალს იკვლევს.