ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა. დაღუპულია კიდევ 15 ადამიანი. სულ, ორი დღის განმავლობაში გამართული მიტინგების დროს, შეტაკებებს 67 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები ერაყის პრემიერ-მინისტრ ადელ ადბდულ მაჰდის წინააღმდეგ გამოდიან.
26 ოქტომბერს ღამით საპროტესტო აქციების დასაშლელად პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბაღდადსა და ნასირიაში სპეცრაზმი გააგზავნეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეები ტაჰრირის მოედნიდან განდევნა, რა დროსაც ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დაკავებულია ათობით მოქალაქე.
ოთხ ადამიანს სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ცრემლსადენი აირის ავზი მოხდა თავში და გარდაიცვალა. კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა ნასირიაში, როდესაც დემონსტრანტებმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის სახლის შტურმით აღება სცადეს. პოლიციამ ცეცხლი გახსნა. კიდევ შვიდი მომიტინგე კი ჰილაში, ირანის მხარდაჭერით მოქმედი ორგანიზაციის მებრძოლებმა მოკლეს.
მთავრობამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ ძალადობის შემთხვევაში, უკანონობის აღსაკვეთად პოლიცია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.