ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი

18:34, 20.01.2020

ერაყში, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი. ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 60-ზე მეტი დემონსტრანტი.

მანამდე, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს მოჰამად ალ-ყასიმის გზატკეცილზე მისვლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული გზატკეცილი ბაღდადს სამხრეთ პროვინციებთან აკავშირებს.

ერაყში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ, არეულობას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 17 000-მდე კი დაშავდა.

მსგავსი