მედიის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 45 დემონსტრანტი მოკლეს
მედიის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 45 დემონსტრანტი მოკლეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 45 დემონსტრანტი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, 25 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნასირიაში, სადაც პოლიციამ ხიდზე მყოფი ადამიანების დაშლა სცადა. ოთხი პირი დაიღუპა ბაღდადში მომხდარი შეტაკების შედეგად, 10 კი ქალაქ ნაჯაფში, სადაც ირანის საელჩო დაწვეს.

ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, თეირანმა ბაღდადისგან „აგრესორების“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედება მოითხოვა.

ერაყში აქციები ოქტომბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აქციის მონაწილეები ხელისუფების გადადგომას ითხოვენ.