ერაყში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად ათობით დემონსტრანტი დაშავდა
ერაყში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად ათობით დემონსტრანტი დაშავდა

ერაყში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად ათობით დემონსტრანტი დაშავდა. სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, ანტისამთავრობო გამოსვლები ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნასირიაში, ქერბალასა და ამარაში მომიტინგეებმა გადაკეტეს გზები და დაწვეს მანქანების საბურავები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ დაპირებები არ შეასრულა. კერძოდ, დემონსტრანტებისთვის მისაღები ახალი მთავრობა არ დანიშნა.

მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა ერაყი ოქტომბრის დასაწყისიდან მოიცვა. ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ გამოვიდა. შეტაკებების შედეგად, 450-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.