ერაყში მიმდინარე აქციებზე, ბოლო 24 საათში 13 მომიტინგე მოკლეს
ერაყში მიმდინარე აქციებზე, ბოლო 24 საათში 13 მომიტინგე მოკლეს

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციასთან შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებმა 13 მომიტინგე მოკლეს.

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რამდნიმე ხიდი დაიკავეს და სამთავრობო შენობების ბლოკირებას შეეცადნენ.

დემონსტრაციები ერაყში მას შემდეგ განახლდა, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადილ აბდულ მაჰდიმ ​აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციების გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.

ადილ აბდულ მაჰდიმ თქვა, რომ მზადაა, გადადგეს, თუ პოლიტიკოსები მის შემცვლელს დაასახელებენ.  მიუხედავად ამისა, მომიტინგეები კვლავ გავიდნენ ქუჩებში და მთელი პოლიტიკური კლასის შეცვლა მოითხოვეს. მათვე თქმით, ხელისუფლებას რეფორმების გასატარებლად ვადა 25 ოქტომბრამდე მისცეს, თუმცა მთავრობამ ვერაფერი გააკეთა.

აქციები ერაყში ოქტომბრის დასაწყისიდან არ წყდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ძალა. მთავრობის ცნობით, არეულობის დროს 150 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მომიტინგეები 240 მოკლულზე საუბრობენ.

დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.