ერაყში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე შეტაკებებს 100 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლების დროს შეტაკებებს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 5500-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობითვე, დამწვარი ან დაზიანებულია 98 საჯარო და კერძო შენობა.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, ერაყში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ 250-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
ერაყში ოქტომბრის დასაწყისიდან დედაქალაქ ბაღდადთან ერთად საპროტესტო აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. დემონსტრანტები სამუშაო ადგილების შექმნას, უკეთეს სოციალურ პირობებსა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ.