ერაყში ანტისამთავრობო აქციებზე შეტაკებისას ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა
ერაყში ანტისამთავრობო აქციებზე შეტაკებისას ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა

ერაყში ანტისამთავრობო აქციებზე შეტაკების დროს ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, ერაყის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. როგორც მომიტინგეები ამბობენ, ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და უმუშევრობას აპროტესტებენ.

პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

აქციები ტაჰრირის მოედანზეც გაიმართა, რომელიც სამთავრობო კვარტალის სიახლოვეს მდებარეობს.
მთავრობამ აქციებზე არეულობის მოწყობაში ბრალი დემონსტრანტებს დასდო, თუმცა განაცხადა, რომ მომიტინგეთა „სამართლიან მოთხოვნებს გაითვალისწინებს“.

გაერო-მ ერაყის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.