ერაყის არმიამ მოსულთან ახლოს „ისლამური სახელმწიფოს“ 30 მებრძოლი გაანადგურა
ერაყის არმიამ მოსულთან ახლოს „ისლამური სახელმწიფოს“ 30 მებრძოლი გაანადგურა. ადგილობრივის მედიის ინფორმაციით, ჯიჰადისტები ალ-ბააჯის ოლქში ერთ-ერთ გამოქვაბულში იმალებოდნენ.
ერაყის სამთავრობო ჯარებმა გამოქვაბულის მიმართულებით 30-მდე რაკეტა ისროლეს და ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მთლიანად გაანადგურეს. პარალელურად, ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციის პოლკოვნიკი დააკავა, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებზე ყალბ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს გასცემდა. თავად პოლიციის ოფიცერიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
ერაყის მთავრობამ გასამხედროებული ჯგუფებისა და აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის დახმარებით რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციას 2016 წლის ოქტომბრიდან ატარებს.
გასული წლის ივლისში ქალაქი მოსული გათავისუფლდა. სამხედრო კამპანიის ფარგებლში 25 000-ზე მეტი ჯიჰადისტი მოკლეს.