ირანში აცხადებენ, რომ ალ-ბაღდადის სიკვდილი ისლამური სახელმწფოს დასასრულს არ ნიშნავს
ირანში აცხადებენ, რომ ალ-ბაღდადის სიკვდილი ისლამური სახელმწფოს დასასრულს არ ნიშნავს

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი ისლამური სახელმწფოს დასასრულს არ ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა ირანის მთავრობა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციას. განცხადება მთავრობის პრესსპიკერმა, ალი რაბიეიმ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„ბაღდადის სიკვდილი არ ნიშნავს ისლამური სახელმწიფოს და მისი იდეოლოგიის დასასრულს, რომელიც რეგიონული ნავთობდოლარების დახმარებით აყვავდა“, – წერს ალი რაბიეი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ლიკვიდირებულია. ოფიციალური განცხადება ალ-ბაღდადის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.