მედიის ინფორმაციით, თურქეთმა აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ 29 მებრძოლის დეპორტაცია მოახდინა
მედიის ინფორმაციით, თურქეთმა აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ 29 მებრძოლის დეპორტაცია მოახდინა

თურქეთმა აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ 29 მებრძოლის დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „ჰურაიეთი“ ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა სიაში არიან რუსეთის 99, ყირგიზეთის 23, ტაჯიკეთის 21, გერმანიის 17, ყაზახეთის 10 და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სამშობლოში დეპორტაციის პროცესი უკვე დაიწყო.