„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს
„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მათ ბრალი თავდასხმის ორგანიზებაში წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფრანკფურტის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულ პირებს „ბომბის აფეთქება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლა ჰქონდათ დაგეგმილი“.

ტერორიზმში ეჭვმიტანილები ქალაქ ოფენბახში აიყვანეს.

ერთ-ერთი დაკავებული 24 წლის გერმანიის მოქალაქეა, რომელიც წარმომავლობით მაკედონიიდან არის. მას ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების მცდელობა წაუყენეს. მისი ორი თანამზრახველი 22 და 21 წლის თურქები არიან.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, მათ აქვთ მტკიცებულება და ჰყავთ მოწმეები, რომ აღნიშნული პირები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან. ჩხრეკის დროს ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები.