ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა ბინიდან, სადაც გუგეშაშვილებზე თავდასხმა მოხდა
პირველმა არხმა გადაიღო ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა კორპუსში, სადაც გუგეშაშვილებზე თავდასხმა მოხდა.
პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
დანაშაულის ადგილიდან ფოტოებს ავრცელებს შსს-ც: