ექიმის ინფორმაციით, ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ განაცხადა.

„პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ. მისი ზოგადი მდგომარეობა გახლავთ კრიტიკულად მძიმე, იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე“,- განაცხადა დავით ლოლაძემ.

ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა ქალი მცხეთაში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვიშხეთთან დღეს მოხდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.