ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი ხაშურიდან მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ
ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი ხაშურიდან მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი ხაშურიდან მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც ​სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალის მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანა ექიმებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაშავებულის გულის რიტმის ამუშავება შეძლეს.

ავარია ქვიშხეთთან დღეს მოხდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.