ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია
ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ქალის გადარჩენას ხაშურის საავადმყოფოში ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ​შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.