ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის გოგონას, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა, მთავარმა ექიმმა გიორგი კორძახიამ განუცხადა.
„დაახლოებით 18:00 საათზე შემოყვანილი არის 14 წლის გოგონა, მძიმე მდგომარეობაში. მას ახლა უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. მიზეზი ამ ოპერაციის არის მასიური სისხლდენა. მუხლის ღრუში არის შინაგანი სისხლდენა. მდგომაროება ძალიან მძიმეა. შესაძლოა, მოცულობა ტრავმის უფრო გაიზარდოს კვლევების შემდეგ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასწრაფო ოპერაცია სისხლდენის გამო. ამის შემდეგ ჩატარდება სხვა კვლევები. მოზარდს უკვე ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მთავარმა ექიმმა.
შემთხვევა ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო.