ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
„ამჟამად პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ოპერაცია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო ჩატარდა. გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა იყო. შესაბამისი სირთულოს ოპერაცია ჩატარდა. ამჟამად სტაბილურია. ერთი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ოპერაციის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ქარცივაძემ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს.
შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.