ექიმი - ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმი - ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ ფერაძემ განაცხადა, ორივე დაშავებული საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ერთ-ერთ მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურში, მცირე ძვლის დაზიანებით და აყვანილ იქნა საოპერაციოში ქირურგიული ჩარევის მიზნით. მეორე პაციენტს რაც შეეხება, მას აღენიშნებოდა მარცხნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ჭრილობა. მასაც ჩაუტარდება ოპერაციული მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ექიმმა.

ბაგებში, ექსპერტიზის ბიუროსთან დღეს საღამოს სროლა იყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.