თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს
თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. დაჭრილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინკასთან ჟურნალისტებს გოგი თოფაძემ განუცხადა, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„არ მინახავს დილის 05:00 საათის მერე. მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი. ჩემი შვილიშვილის სამმა მეგობარმა იქეიფა რესტორანში. საკმაოდ გვიან მოვიდნენ სახლში. შაბათი დღე იყო“,- განაცხადა მცირე კომენტარისას გოგი თოფაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმები მათი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ასევე კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება შსს-ში.