ბაგებში, ექსპერტიზის ბიუროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული [ვიდეო]

20:52, 03.06.2020

ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროსთან სროლა იყო.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პირი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი