ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

21:27, 03.06.2020

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

შემთხვევის ადგილზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი