ექიმების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ექიმი აცხადებს, გუგეშაშვილს აქვს გულმკერდის მარცხენა ნახევარში გამჭოლი ჭრილობა.
“პაციენტს ჭრილობები მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღით. აქვს ჰემორაგიული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. საოპერაციო ბლოკშია აყვანილი. ოპერაცია მიმდინარეობს, ძირითადი ეტაპები ფაქტობრივად დასრულებისკენაა. შემდეგ მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაგრძელდება. მის მდგომარეობას შეიძლება სტაბილურად მძიმე დაერქვას. ახლა ანასთეზიის ქვეშაა. დამატებით ინფორმაციას ვეღარ მოგაწოდებთ. ჯერ ოპერაცია მიმდინარეობს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. რა თქმა უნდა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ამჟამად კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ექიმმა.
დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.