ენდი მარეი აშშ-ის ღიაზე ითამაშებს
ენდი მარეი აშშ-ის ღიაზე ითამაშებს

„დიდი სლემის” რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა მომავალი ტურნირის მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს.

როგორც კაცების, ასევე ქალების ძირითად ბადეში ექვს-ექვსი ჩემპიონი იქნება.

კაცებში არიან: მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი (ესპანეთი), როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), ენდი მარეი (ბრიტანეთი), ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) და მარინ ჩილიჩი (ხორვატია).

ენდი მარეი, ამჟამად, 839-ე ნომერია კლასიფიკაციაში, თუმცა, ძირითად ბადეში ე. წ. დაცული რეიტინგით მოხვდა.

ქალებში ყოფილი ჩემპიონები არიან: სერენა უილიამსი (აშშ), ვინუს უილიამსი (აშშ), სლოან სტივენსი (აშშ), მარია შარაპოვა (რუსეთი), ანჟელიკ კერბერი (გერმანია) და სამანტა სტოსური (ავსტრალია).